სიახლეები

რუმიქს ცინცაძის პროექტი სრულდება!
რუმიქს ცინცაძის პროექტი სრულდება! პროექტში ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მობინადრეებს უკვე შეუძლიათ რემონტის დაწყება. ამ ეტაპზე: ▪️ დასრულდა სადარბაზოების მოპირკეთება; ▪️ დამონტაჟებულია ლიფტები; ▪️ დამონტაჟდა კომერციული ფართის ვიტრაჟები; ▪️ ყველა ბინაში შიდა სამუშაოები დასრულებულია; ▪️ ბინის შიდა კარები ჩასმულია. პროექტში ბინები ბარდება მწვანე კარკასიის მდგომარეობით.
სიახლე
04 / 09 / 2025

Roomix Development - გაიგე მეტი პროექტის შესახებ
თბილისში თანამედროვე და ფუნქციურ საცხორებელ გარემოზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. სექტორის ერთ-ერთი გამორჩეული კომპანია „რუმიქს დეველოპმენტი“ კი სწორედ ამ საჭიროებებსა და მოთხოვნებს პასუხობს და თბილისის ცენტრალურ უბნებში მაღალი ხარისხის საცხოვრებელ კომპლექსებს ქმნის. კომპანიას ამ ეტაპზე 2 მიმდინარე პროექტი აქვს: „რუმიქსი ცინცაძეზე“, რომლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და ბინების გადაცემა 2 თვეში იგეგმება, ხოლო მეორე პროექტი, „რუმიქსი ვაჟა-ფშაველაზე“, სადაც სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და 2027 წლის ბოლოს დასრულდება. მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით სიუჟეტს: ნინო აბსანძე - საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო • Georgian Real Estate Agency-ს დამფუძნებელი და შალვა ომანაძე - "რუმიქს დეველოპმენტის" დირექტორი BMG-ის ეთერში საუბრობენ კომპანიის მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე.
სიახლე
18 / 07 / 2025

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი რუმიქსი ვაჟა-ფშაველაზე
რუმიქს დეველოპმენტის საცხოვრებელი კომპლექსი რუმიქსი ვაჟა - ფშაველაზე, ვაჟა ფშაველას გამზ. 53-ში, სითი მოლის მოპირდაპირე მხარეს შენდება. პროექტი მისი ცენტრალური მდებარეობიდან გამომდინარე იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ, ვინაიდან ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ნაწილში მდებარეობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საძირკვლის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები, პროექტი 2027 წლის ბოლოს სრულდება. მშენებლობა დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ.
სიახლე
08 / 07 / 2025

რუმიქსი ცინცაძის პროექტის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია
რუმიქსი ცინცაძეზე პროექტის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. მშენებლობა სრულდება 2 თვეში! დასრულებულია: ალუმინის კარ-ფანჯრის მონტაჟი; ბინებში ლესვა და ჭერის მოპირკეთება; აივნის მოაჯირების მონტაჟი. მე-11 სართულზე მიმდინარეობს მოჭიმული იატაკების მოწყობა. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ფასადის მოწყობის სამუშაოები და ბინებში შიდა კარის სამონტაჟო სამუშაოები. რუმიქსი ცინცაძეზე პროექტში ბინის ფართობი იწყება 51კვ.მ-დან და ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით.
სიახლე
04 / 06 / 2025

"რუმიქსი ვაჟა-ფშაველაზე" პროექტში გაყიდვები იწყება
ვაჟა ფშაველას გამზირზე რუმიქს დეველოპმენტის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი რუმიქსი ვაჟა-ფშაველაზე იწყება, რომელიც ვაჟა ფშაველას II კვარტალში, სითი მოლის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.
სიახლე
29 / 11 / 2024

"რუმიქისი ვაჟა-ფშაველაზე" არსებული შენობის სადემონტაჟო სამუშაოები დაწყებულია
რუმიქს დეველოპმენტი ახალ საცხოვრებელ კომპლექსს რუმიქსი ვაჟა- ფშაველაზე ვაჟა ფშაველას #53-ში, სითი მოლის მოპირდაპირე მხარეს იწყებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიაზე არსებული ძველი შენობის სადემონტაჟო სამუშაოები.
სიახლე
18 / 11 / 2024

შავი პარასკევი - ისარგებლეთ 35,000 ლარამდე ფასდაკლებით
შავ პარასკევს რუმიქსი ცინცაძეზე განსაკუთრებულ ფასებს გთავაზობთ!
სიახლე
13 / 11 / 2024

რუმიქს დეველოპმენტის კომერციულ მიმართულებას ექსკლუზიურად GREA უხელმძღვანელებს.
GREA და რუმიქს დეველოპმენტს შორის ექსკლუზიური თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა და 2024 წლის ოქტომრიდან რუმიქს დეველოპმენტის კომერციულ მიმართულებას GREA ხელმძღვანელობს.
სიახლე
01 / 10 / 2024

ინტერვიუ რუმიქსის არქიტექტორთან, ლაშა ლოსაბერიძესთან
ლაშა ლოსაბერიძე, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის, „რუმიქსი ცინცაძეზე“ მთავარი არქიტექტორია. დღეს ლაშა გვესაუბრება მისი მუშაობის სპეციფიკაზე და „რუმიქსი ცინცაძეზე“ პროექტის პროექტირების პროცესზე და მის ინსპირაციაზე.
სიახლე
28 / 09 / 2024