ლაშა, მოგვიყევით თქვენი არქიტექტურული ბიუროს შესახებ?
AB5 - არქიტექტურული ბიურო თითქმის 20 წელია ქმნის მრავალფეროვან არქიტექტურულ პროექტებს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ისე საცხოვრებელ, კომერციულ და საგანმანათლებლო შენობებსა და სივრცეებს. ჩვენი მუშაობის ძირითადი პრინციპები ეყრდნობა კვლევას, რის შედეგადაც იბადება მთავარი ურბანული გადაწყვეტა და არქიტექტურული დიზაინის მიმართულება.
როგორ დაახასიათებდით „რუმიქსი ცინცაძეზე“ პროექტის არქიტექტურას?
ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი „რუმიქსი ცინცაძეზე“ მდებარეობს ქალაქის გულში და ქმნის ცოცხალ, ურბანულ ატმოსფეროს თავისი ფუნქციონალური მრავალფეროვნებითა და საზოგადოებრივი სივრცეებით. საპროექტო ტერიტორიის მიმდებარე ტერიტორია (უბანი) განისაზღვრება ორი ძირითადი ურბანული პრინციპით: როგორც დედაქალაქის რაციონალური წარმომადგენლობითი მასშტაბით, ასევე დიდი მწვანე საჯარო სივრცით (ცენტრალური პარკი, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია პროექტიდან მხოლოდ 600 მეტრშია). AB5 სტუდიის დიზაინი ასახავს ამ ორ პრინციპს და შედეგი არის შენობა, რომელშიც ჰარმონიულად არის შერწყმული საცხოვრებელი გარემო და მრავალფეროვანისაჯარო ურბანული ღია სივრცეები.
რა გამოარჩევს რუმიქსის პროექტს?
გამტარი პირველი სართული, სადაც პროექტით განთავსებულია საცხოვრებელი ბლოკის ლობი, საოფისე ბლოკის ჰოლი და კომერციული სივრცე, მწვანე ღია სივრცეები. ყველა, ვინც მუშაობს და სტუმრობს შენობას სარგებლობს მოსასვენებელი სივრცეებით, რომელიც არა მხოლოდ შიდა ეზოშია, არამედ მეორე და მესამე სართულებზეც. საოფისე სართულებს აქვს დიდი სივრცეები, რაც მოქნილი განლაგების საშუალებას იძლევა, ასევე შენობაში არის საცხოვრებელი აპარტამენტების დიდი არჩევანი, როგორც ს. ცინცაძის ქუჩის მხარეს, ასევე გამწვანებული მყუდრო ეზოს მხარეს. აქედან გამომდინარე, მომხმარებლის კომფორტის მაღალი დონე ქმნის ერთიანობის, მდგრადობის კონცეფციის საფუძველს.
გარდა არქიტექტურული დიზაინისა, თქვენ გეკუთვნით ასევე რუმიქსის ლობის ინტერიერის დიზაინი, რა იყო თქვენი ინსპირაცია ამ შემთხვევაში?
შენობის საცხოვრებელი ბლოკის ლობის დიზაინის შექმნისას ჩვენი მიზანი იყო ლობიში შემოსვლის მომენტიდან მობინადრეს თავი ეგრძნო კომფორტულ, თანამედროვე სახლში.
რა მასალებზეა გაკეთებული აქცენტები?
შენობის ფასადი წარმოადგენს ანოდირებული ალუმინის პროფილებზე შეკიდულ, თხელ მოსაპირკეთებელ ქვას LAMINAM-ს და ალუმინის პროფილიანი ვიტრაჟების სინთეზს, ხოლო ჰოლის ინტერიერის დიზაინის დამუშავების დროს აქცენტი გავაკეთეთ მოსაპირკეთებელ ქვა LAMINAM-ზე, ნატურალური ხის თარო-კარადებზე და განათების სისტემაზე, რაც სიმყუდროვის განცდას ქმნის.
რას წარმოადგენს პირადად თქვენთვის რუმიქსი?
ჩემი აზრით, რუმიქსიასოცირდება კომფორტთან, თანამედროვეობასთან, ინოვაციასთან, ვინაიდან პროექტის შექმნის და განხორციელების ყველა ეტაპი და დეტალი სწორედ ამ 3 კომპინენტზეა ორიენტირებული.