საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოსა (GREA)და რუმიქს დეველოპმენტს შორის ექსკლუზიური თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა და 2024 წლის ოქტომრიდან რუმიქს დეველოპმენტის კომერციულ მიმართულებას GREA ხელმძღვანელობს.
რუმიქს დეველოპმენტი ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხის მქონე სამშენებლო პროექტები, საშუალო და მაღალ საფასო სეგმენტში.
კომპანიის პორტფელში ამჟამად ორი პროექტია საბურთალოს რაიონში. სულხან ცინცაძის #53-ში განთავსებული 11 სართულიანი მულტიფუნქციური შენობა 2025 წლის ივნისში სრულდება, ხოლო მეორე პროექტის მშენებლობა 2024 წლის ბოლოს ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალში, სავაჭრო ცენტრ სითი მოლთან დაიწყება.
„კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კონცენტრაცია სამშენებლო პროცესებზე გაგვეკეთებინა, ხოლო პროდუქტის დაგეგმვისა და შემდგომი კომერციული და საოპერაციო მიმართლება გამოცდილი გუნდისათვის ჩაგვებარებინა. ვფიქრობ GREA-სთან ერთად კარგი სინერგია შედგა“ - განაცხადა რუმიქს დეველოპმენტის დირექტორმა შალვა ომანაძემ.
„თანამშრომლობის შედეგად GREA-მ შეიმუშავა გაყიდებისა და მარკეტინგის სტრატეგია, დაინერგა მომსახურების ახალი სტანდარტი და 2024 წლის დეკემბრიდან კომპანია ბაზარზე განახლებული სახით და ახალი პროექტით წარსდგება.“ განაცხადა GREA-ს დირექტორმა ნინო აბსანძემ