რუმიქსი ცინცაძეზე

მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი საბურთალოზე

ბინის შერჩევა

ხშირად დასმული კითხვები

01 რა მდგომარეობით ბარდება ბინები?

ბინები ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით:

 

  • შენობის პერიმეტრზე დამონტაჟებული ალუმინის კარ-ფანჯარა; 
  • ბინაში შესასვლელი რკინის კარი;
  • ბინის შიდა პერიმეტრზე ბლოკით ამოყვანილი, გიპერით გალესილი კედლები; 
  • ოთახებს შორის  გამყოფი ტიხრები მოწყობილი პემზის ბლოკით, ხოლო ბინებსა და დერეფანს შორის გამყოფი კედლები მოწყობილი სატიხრე კერამიკული ბლოკით;
  • ოთახებში ელ. გაყვანილობა ელ. წერტილების კორობებით (ჩამრთეველებისა და როზეტების გარეშე);
  • ბინაში სველ წერტილამდე მიყვანილი წყლისა და კანალიზაციის დგარები;
  • ინტერნეტისა და ტელევიზიის ხაზი შეყვანილი ბინაში;
  • ბინაში შეყვანილი ბუნებრივი აირი;
  • გათბობის სისტემის მილები გაყვანილი;
  • მოპირკეთებული აივნები, დამონტაჟებული მეტალისა და ნაწრთობი ლამინირებული შუშის მოაჯირებით;
  • მოჭიმული იატაკი; 
  • დომოფონის სისტემა.
     

02 გადახდის რა პირობებით გაქვთ?

პროექტში “რუმიქსი ცინცაძეზე” ბინის შეძენა შეგიძლიათ როგორც ერთიანი გადახდით, ან იპოთეკური სესხით თიბისი ბანკში.

 

 

03 როდის სრულდება პროექტი?

პროექტი სრულდება 2025 წლის ზაფხულში.

რუმიქსი ცინცაძეზე