რუმიქს დეველოპმენტის მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი საბურთალოზე, ცინცაძის ქ. 53-ში შენდება. პროექტი ცენტრალური მდებარეობიდან გამომდინარე იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ.
შენობის არქიტექტურა - არქიტექტურულ ბიურო AB5-სა და არქიტექტორ ლაშა ლოსაბერიძეს ეკუთვნის. პროექტი ფუნქციონალური მრავალფეროვნებითა და საზოგადოებრივი სივრცეებით ქმნის ცოცხალ, ურბანულ ატმოსფეროს ქალაქის ცენტრში,რაც მას საკმაოდ მიმზიდველს ხდის.
11 სართულიანი სახლის პირველ სართულზე განთავსებულია კომერციული დანიშნულების მქონე ფართი, სადაც დაგეგმილია მაღალი კლასის ფიტნეს ცენტრის გახსნა, ხოლო მეორე და მესამე სართულებზე საოფისე ფართები. სახლი 98 ოჯახზეა გათვლილი.