რუმიქს დეველოპმენტი ახალი საცხოვრებელ კომპლექსს რუმიქსი ვაჟა- ფშაველაზე ვაჟა ფშაველას #53-ში, სითი მოლის მოპირდაპირე მხარეს იწყებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიაზე არსებული ძველი შენობის სადემონტაჟო სამუშაოები. მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2027 წლის ბოლოს.
პროექტი ორი 12 სართულიანი ბლოკისგან შედგება, რომლებსაც საერთო ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი აერთიანებს. სახლის პირველ სართულზე განთავსდება კომერციული დანიშნულების მქონე სივრცე, ხოლო 11 სართულზე დაგეგმილია ბინები და რამოდენიმე ოფისი. პროექტი 250 ოჯახზეა გათვლილი.
მშენებლობა დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ.