<p class="MsoNormal">ყველაფერი რასაც ეძებ ჰარმონიული ცხოვრებისთვის უკვე რუმიქსშია.&nbsp;<o:p></o:p></p>

პროექტის შესახებ

პროექტის აღწერა

ჩვენ გავითვალისწინეთ თანამედროვე ადამიანის მოთხოვნები და მიზნად დავისახეთ კომფორტის ახალი სივრცის შექმნა ქალაქის ცენტრში. რუმიქსში კომფორტი და ხარისხი სრულ თანხვედრაშია შენი ცხოვრების დინამიურ სტილთან. 

რუმიქსი არის 11 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც 102 ბინაა წარმოდგენილი. კომპლექსი მოიცავს ორ დონიან მიწისქვეშა ავტოსადგომს 80-მდე მანქანისთვის, კომერციულ და საოფისე ფართებს, 1005 კვ.მ. სარეკრეაციო სივრცეს საბავშვო გასართობი მოედნით და მოსასვენებელი სივრცეებით. 

აქ იდეალური გარემო შევქმენით რუმიქსის თითოეული მაცხოვრებლისთვის. 

კომფორტის ახალი სივრცე

კეთილმოწყობილი, თანამედროვე ლობი და მისი დახვეწილი ინტერიერი სრულად მორგებულია მაცხოვრებლების ცხოვრების სტილსა და კომფორტზე. მათი სიმშვიდისა და უსაფრთხოებისთვის რუმიქსი უზრუნველყოფს 24-საათიან დაცვას, დასუფთავებას და კონსიერჟის მომსახურებას.

ს. ცინცაძის ქუჩა N53

რუმიქსი გამორჩეულია მისი მოხერხებული ადგილმდებარეობით ქალაქის ცენტრში. სულხან ცინცაძის ქუჩა საბურთალოს რაიონის ერთ-ერთ მთავარ არტერიულ ქუჩად ითვლება. აქ, ყველაფერი რაც გჭირდება შენი სახლის კართანაა. 

გარშემო უხვად შეხვდებით სხვადასხვა ტიპის რესტორნებსა და კაფეებს. ქსელურ სუპერმარკეტებსა და აფთიაქებს, აქვეა სხვადასხვა ბიზნეს ცენტრები, სავარჯიშო და სპორტ დარბაზები, ტექნიკისა და ტანსაცმლის მაღაზიები, ესთეტიკის ცენტრები და რაც მთავარია თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც რუმიქსიდან 2 წუთის სავალზე მდებარეობს.

რუმიქსში შენ ყველაფერის შუაგულში ხარ.

არქიტექტურა

რუმიქსის არქიტექტურაზე აბ5-მა იზრუნა. არქიტექტურულ ბიუროს მთავარი საქმიანობებს შორისაა არქიტექტურა, ურბანული დაგეგმარება და ინტერიერის დიზაინი. ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ნიჭიერი გუნდი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მათი პროექტები იშვიათი მასალის გამოყენებით, ლაკონიურობითა და ამავე დროს სიმამაცით გამოირჩევა.

რუმიქსი დაპროექტებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის „ტექნიკური რეგლამენტის, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ N41 დადგენილების შესაბამისად. 

კომპლექსი ადაპტირებულია იქნება შშმ პირებისთვის, განთავსდება მისაწვდომი ლიფტები, პანდუსები და ავტოსადგომები.

ინტერიერი

რუმიქსის ბინები ქმნის იდეალურ გარემოს თქვენი სრულყოფილი დასვენებისა და განტვირთვისთვის დღის ნებისმიერ მონაკვეთში. 

რუმიქსის თითოეული ბინის გეგმარებისას დიდი ყურადღება დაეთმო აივნების ფუნქციონალურ განაწილებას და ოთახების ბუნებრივ განათებაზე ზრუნვას.

დახვეწილი და თანამედროვე დიზაინით შექმნილი ლობი კონსიერჟის 24 საათიანი მომსახურებით რუმიქსში ცხოვრებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

სარეკრეაციო სივრცე

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რუმიქსის მაცხოვრებლებისთვის კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს ვქმნით, რადგან ინფრასტრუქტურის დახვეწაზე განსაკუთრებით ვიზრუნეთ.

რუმიქსში დაგხვდებათ და შეძლებთ ისიამოვნოთ კეთილმოწყობილი 1005 კვ.მ. სარეკრეაციო სივრცე, სადაც განთავსებულია საბავშვო მოედანი და სხვადასხვა მოსასვენებელი სივრცეები, მოწყობილია სკამები, საცალფეხო ბილიკები, სატრანსპორტო საშუალებების გზები და გამწვანება.

ავტოსადგომი

მობინადრეთა კომფორტისთვის რუმიქსი ყველა საჭირო პირობას აერთიანებს, მათ შორის კი 80-მდე გათვლილ მიწისქვეშა ავტოსადგომს. 

რუმიქსის საცხოვრებელ კომპლექსში გამოყოფილია 2-დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც გამიჯნულია შიდა ეზოსგან და დახურულია 24 საათის განმავლობაში. 

პროექტის შესახებ

ყველაფერი რასაც ეძებ ჰარმონიული ცხოვრებისთვის უკვე რუმიქსშია. 

მეტის წასაკითხად დააკლიკეთ

პროექტის შესახებ

ყველაფერი რასაც ეძებ ჰარმონიული ცხოვრებისთვის უკვე რუმიქსშია. 

მისამართი

სულხან ცინცაძის ქუჩა N53

შეარჩიეთ სასურველი სართული

აირჩიეთ სართული ერთი დაწკაპუნებით

პროექტის შესახებ

ყველაფერი რასაც ეძებ ჰარმონიული ცხოვრებისთვის უკვე რუმიქსშია. 

მეტის ნახვა
  • ბინის შეცვლა
Floor
  • 06
  • 05
  • 04
  • 03
  • 02
  • 01
  • შეარჩიეთ სასურველი სართული

    აირჩიეთ სართული ერთი დაწკაპუნებით

close

რას მოიცავს პრემიუმ კარკასი

close

მოითხოვე კონსულტაცია

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ პირადი მრჩევლის კონსულტაცია, დაგვიტოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით.